-
2020-03-19 17:31
შეკავების ეტაპი გაგრძელდა მაქსიმალურად დიდხანს, როგორც ეს შესაძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ამ წუთში არ ვიცით რამდენი დაინფიცირებული შეიძლება იყოს დღეს, - ამის შესახებ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მაგალითად, ამ წუთებში სამი ავტობუსი დგას რუსეთის საზღვართან და იმიტომ, რომ იქ დიდთოვლობის გამო გზა დაკეტილია, ვერ ხერხდება მათი შემოსვლა, თუმცა დღეს-ხვალ ისინი შემოვლენ და მოექცევიან კარანტინის პირობებში. მართალია, მეზობლებთან საზღვრები მაქსიმალურად კონტროლდება, მაგრამ 100 %-ით მიმოსვლა მაინც არ არის შეზღუდული. ისევ გავიმეორებ, ჩვენ ჯერ სრულად არ ვიცით, რამდენი ადამიანია ვირუსის მატარებელი, რომელიც არ არის გამოვლენილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-04 00:50
-
2017-01-05 15:31
-
2016-12-07 16:11
-
2016-11-29 11:32