
თურქეთში კორონავირუსით უკვე მეორე ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული 61 წლის მამაკაცია.
ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 93 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
სულ თურქეთში კორონავირუსით 191 ადამიანია დაავადებული.