
ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება აღარ დაფიქსირებულა.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დადებითი მონაცემების ფონზე, გაიზარდა იმპორტული ინფიცირების შემთხვევები.
ჩინეთში ბოლო 24 საათში შემოსული პირებიდან 34 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინეს.
როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი ჩინეთში ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.