
პორტუგალიამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პორტუგალიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში ოთხშაბათს შუაღამიდან შევა და ის 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პორტუგალიაში ამჟამად კორონავირუსის 642 შემთხვევა დასტურდება, ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.