-
2020-03-18 19:37
გიორგი გახარიას დავალებით, ქვეყანაში 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, –
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ
დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები
და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყოს ასახული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ეს ძირითადი
პროდუქტებია: ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.