
უკრაინის რადას დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ დეპუტატმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ლაბორატორიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა. ამჟამად საკუთარ სახლში,
კარანტინში ვიმყოფები და ჩემს სიახლოვეს არავის ვუშვებ“, – განაცხადა შახოვმა.