
შვედეთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ჯერჯერობით საზღვრები არ დაუკეტავს.
ამას გარდა, ქვეყანაში ყველაფერი:კაფე-ბარები თუ სხვადასხვა დაწესებულებები ძველებურად ფუნქციონირებს, ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა haqqin.az/news -წერს.
მთავრობა გადაუდებელ ზომებს არ იღებს საშიში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.
პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლოფვანმა განაცხადა, რომ შემოიღებს კონტროლის გარკვეულ ფორმას მათთვის, ვინც ქვეყანაში შევა.
შვედი მეცნიერები,უცხოელი კოლეგების მოსაზრებიდან განსხვავებით, ფიქრობენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა
და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 2 პროცენტია.
ქვეყანაში, შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი გამოჯანმრთელდა,
სამი კი მძიმე მდგომარეობაშია. ბოლო პერიოდში ახალი ინფექციების დიდი რაოდენობა არ დაფიქსირებულა.
შვედეთის ხელისუფლება მოქალაქეებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, შინ დარჩენის რეკომენდაციებს
აძლევს.
ასევე ექიმის თქმით, ყველაზე უარესი ვირუსი არის „შიშის ვირუსი“, რომელიც ხალხს აიძულებს ისეთი რამ გააკეთოს, რაც სიტუაციას გაუარესებს. ამავე დროს, ისინი მოუწოდებენ დაიცვან თავიანთი ქვეყნების უმაღლესი პირების მითითებები.