
ქართული წარმოების სამედიცინო პირბადეების პირველი პარტია ხვალ მზად იქნება.
ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის" ფინანსური დირექტორმა, გია ლომინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან
გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.