
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი სახელობის ბიბლიოთეკაში საღამოს 6 საათზე, დამცავი ნიღბები უფასოდ დარიგდება.
“დღეს, საღამოს 6 საათზე, ”სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა”-ში ჩვენი მოხალისეები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, იწყებენ დამცავი ნიღბების უფასოდ დარიგებას.
ყველა მსურველს შეუძლია დღეს მისვლა და ამ აქციას ექნება აწი რეგულაციური ხასიათი.
ეს არის, ჩვენი ბიბლიოთეკის და მის ბაზაზე გაერთიანებული ადამიანების მცდელობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქონ ნიღბების დეფიციტით გამო შექმნილი პრობლემა,”- წერს სააკაშვილი.