
„დღეისათვის დაგვიფიქსირდა 4 შემთხვევა. ვიცით რომელი კლასტერიდან არიან. ორი ინფექციურშია, ორი საუნივერსიტეტო კლინიკაშია. 38-ე პაციენტი თვითიზოლაციაშია. რამდენიმე დღეში გვეცოდინება მეტი დეტალი“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.