-
2020-03-18 11:39
გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიმ განაცხადა.
„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01