
კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრუწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიმ განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ეზუგბაიამ თქვა, რომ ინფექციურში 0-დან 14 წლამდე 4 ბავშვია მოთავსებული.
„ბავშვთა ასაკი როგორც მქონდა 0-დან 14 წლამდე გყავს ოთხი ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება,პრინციპში ჩაითვლება ეს შედარებით მაღალ პროცენტად სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცესი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში“, - თქვა ეზუგბაიამ.