
უფრო უკეთ რომ გამოვიყურებიდეთ, ადამიანები და განსაკუთრებით ქალები, უამრავ ხერხს მივმართავსთ. ამიტომ მინდა გაგიზიაროთ ათი მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი უფრო მშვენიერად იგრძნოთ.
1)ნაოჭებთან ბრძოლისთვის წაისვით კანზე თაფლი.
2)ძილის წინ თვალებზე დაიდეთ აბუსალათინის ზეთი.
3)გამოწურული ლიმნის ნარჩენები წაისვით ხელებზე.
4)ცხიმიანი თმის გამოსაშრობად გადაივლეთ თავზე შავი ჩაის ნაყენი.
5). სახის ფერის გასაუმჯობესებლად გაიკეთეთ, თაფლის და მარილის ნიღაბი, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
6)რეგულარულად სვით პიტნის ჩაი. ალამაზებს სახის კანს.
7) იმისთვის, რომ ფრჩხილები ადვილად არ მოგტყდეთ და ჯანმრთელი იყოს, თბილ წყალში ჩააწვეთეთ ლიმნის წვენი და იოდი. ჩაყავით თითები და გააჩერეთ ცოტახანს.
8)კიტრი სახის კანს ამშვიდებს და ცოცხალ იერს აძლევს.
9). ვერცხლის კოვზით სახის მასაჟის გაკეთება. ჩაყავით კოვზი მცენარეულ ნაყენში, სხვადასხვა ტემპერატურაზე და გაისვით სახის სპეციალურ ხაზებზე. ძალიან კარგი შედეგი აქვს.
10. არასასურველი თმის შესამცირებლად, რეგულარულად დაიბანეთ პრობლემური ადგილები ფიჭვის გირჩის ნახარშით