
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტის პასუხები უარყოფითია. ამ დროისთვის ისინი 24 საათში განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.
"მინდა დღეს ინფორმაცია დავიწყო ერთი სასიამოვნო ფაქტით. ჩვენთან პირველი პაციენტი რომელსაც დაუდასტურა დაავადება, მე-14 დღეს მასთან გაკეთდა ტესტი, რომელმაც აჩვენა მცირე კონცენტრაცია. გუშინ განმეორდა მასთან ტესტირება კორონავირუსზე და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. წესის მიხედვით აუცილებელია 24 საათის ინტერვალში განმეორებით ტესტირება და როცა მივიღებთ კვლავ ნეგატიურ პასუხს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.