
სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი 10 დღით ჩაიკეტება.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯან კოლეგებთან ერთად, სატელეფონო საუბრისას მიიღო.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.
დროებითი შეზღუდვა მხოლოდ მოქალაქეებისთვის მოქმედებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.