-
2020-03-13 22:49
ქართველმა მოჭადრაკემ, ნანა ძაგნიძემ გამარჯვება კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა.
"გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!" — დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.