
გუშინ საღამოს იტალიაში ჩავიდა ჩინელ ექიმთა 9-კაციანი ჯგუფი. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. აქვე ნათქვამია, რომ მათ იტალიაში წაიღეს საჭირო ინვენტარი, სამედიცინო საშუალებები და მოწყობილობები.
ცნობისთვის, ჩინეთი დახმარებას გაუწევს იტალიას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩინელმა ექიმებმა გამოთქვეს სურვილი ვირუსთან ბრძოლის მეთოდები მსოფლიოს გაუზიარონ.