
საქართველოში მოქმედი ღამის კლუბების შემდეგ, კორონავირუსთან დაკავშირებით მუშაობას კაფე-ბარებიც წყვეტენ.
ამ ეტაპზე, ამის შესახებ facebook-ზე შემდეგი დაწესებულებები წერენ:
„ეზო • ezo”;
DRAMA Bar;
DAISI • დაისი;
კლუბი „Colibri”;
CAFE-GALLERY (დროებით შეწყდა როგორც კლუბის, ასევე კაფის ფუნქციონირება);
სია განახლდება
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით დაიხურა კლუბები: „მტკვარზე”, „BASSIANI” და „KHIDI”.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.