
მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც სპორტული კლუბის რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ კლუბის მენეჯმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეიდან კლუბი მიჰყვება რეკომენდაციებს და ათავსებს კალათბურთის და ფეხბურთის გუნდების წევრებს კარანტინში, რადგანაც ორივე გუნდი ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან მომზადებას“, - აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.