
თბილისში არსებულმა კლუბმა “მტკვარზე”, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კლუბის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით,რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია. იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს. სიყვარულით “მტკვარზე””, – აღნიშნულია განცხადებაში.