
მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ 2 კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და სანოტარო ბიუროებში - ამის შესახებ იუსტიციის მინსტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვანა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა კორონავირუსის პრევენციისთვის. ასევე აუცილებელია, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მობრძანდება სერვისის მისაღებად, მან თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანმხლები პირები. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეში, საქართველოში ყველა სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია“, - განაცხადა წულუკიანმა.