
“ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ზიარება არის რომელიმე სენის გადამდები, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ზიარება”,- ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზი შალვა კეკელიამ საკუთარ “ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
“ზიარებაზე დიდი საიდუმლო დედამიწაზე არ არსებობს. ზიარება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლსა და ხორცთან. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლებელია ეპიდემია ზიარების საშუალებით გადაედოთ, რაც წარმოუდგენელია. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ქრისტე არის დაავადების წყაროჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ, ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, ეკლესია მზად არის ამ ადამიანებთან მივიდეს და მათ დაეხმაროს – ქრისტეს სისხლი და ხორცი მიაწოდოს,” – აცხადებს მამა შალვა.