
NBA-მ ყველა თამაში შეაჩერა მას შემდეგ, რაც იუტა ჯაზის კალათბურთელს რუდი გობერტს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ განცხადება მანამდე გაკეთდა სანამ იუტა ჯაზის ოკლაჰომა ტუნდერთან შეხვედრა დაიწყებოდა. NBA აცხადებს, რომ მოთამაშე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა თამაშზე არ იმყოფებოდა.
"NBA გამოიყენებს ამ "წყვეტას", რომ განსაზღვროს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით", — ნათქვამია განცხადებაში.