
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებისა და
სამედიცინო ექსპერტების ვარაუდით, მოსახლეობის 60-70% შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ვრცელდება, მოსახლეობას მის მიმართ არ აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და არც ვაქცინა
არ არსებობს, მოსახლეობის 60-70% შესაძლოა, დაინფიცირდეს", - თქვა ანგელა მერკელმა.