„იმედის“ ჟურნალისტი თვითიზოლაციაშია - „ინფექციურში 37 სიცხით და უდიდესი სტრესით მივედი...“

Image

ტელეჟურნალისტი, „იმედის“ „ქრონიკის“ წამყვანი, ნატალია ქაჯაია ერთ-ერთია მათგანიდან, ვინც მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში გახლავთ. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღწერს. რა გზა გაიარა ინფექციურიდან თვითიზოლაციამდე.

 

„ინფექციურიდან თვითიზოლაციაში დაბრუნებულის დღიურიდან:

ფილტვები სუფთაა – ეს იყო პირველი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანი, დამაიმედებელიც, მაგრამ არასაკმარისი. შემდეგ სისხლის კვლევა, ასევე კარგი პასუხით. მთავარი მაინც წინ იყო – ლუგარის ლაბორატორიის შედეგი. ეს პასუხი კი ღამის 1-2 საათამდე შუალედში უნდა მოსულიყო. დრო კი საშინლად იწელებოდა, ისევ ფეისბუქის ვიდეოზარებმა და რამდენიმე მეგობართან მესიჯობამ გადამატანინა.

ინფექციურში გუშინ, შუადღეს სამოგზაურო ისტორიით, უდიდესი სტრესით და 37 სიცხით მომიწია მისვლამ. მშვიდად მომისმინეს, მერე ასევე მშვიდად გადაწყვიტეს, რა გაეკეთებინათ და როგორ. ამ საგიჟეთში და ისტერიკაში, რაც გარეთ ხდება და რაც თითოეულს გვჭირს, ესენი როგორ ახერხებენ ასე ორგანიზებულად პაციენტების პატრონობას, დამშვიდებას და მკურნალობას, მართლა არ ვიცი.

მადლობა მათ. განსაკუთრებით მარიკა ტუღუშს და თამრიკო ქარველიშვილს, ეს ექთანი კი გუშინ ჩემი იმედი იყო.

თქვენ არ იცით, როგორ ფუსფუსებენ პაციენტებით სავსე საავადმყოფოს დერეფნებსა თუ ოთახებში ეს თეთრკომბინიზონიანი ექიმები და დღეში რამდენჯერ უწევთ ამ ე.წ ეკიპირების ჩაცმა და გახდამ რომ ინფექცია სხვა ადამიანთან სხვა პალატაში არ მიიტანონ, რამხელა ენერგიას ხარჯავენ და როგორ გულით აკეთებენ ამას. უნდა გენახათ მათი სახეები და ემოციები, როცა ლუგარის ლაბორატორიიდან დოკუმენტი მიიღეს და იქ უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს, ზუსტად ის რეაქცია ჰქონდათ, რაც მე. გამომიშვეს სახლში და ვაგრძელებ თვითიზოლაციას“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !