
ლარი აშშ დოლართან კიდევ 5 თეთრით, ევროსთან კი – 3 თეთრით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის 11 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება
2.8463 ლარია.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა.
ევროსთან და დოლართან ლარი გუშინაც გაუფასურდა. 10 მარტის ოფიციალური კურსით 1 ევროს
ღირებულება 3.1931 ლარი იყო, 1 აშშ დოლარის კი – 2.7963.
მთლიანობაში, ბოლო ორ დღეში ლარი ევროსთან 8, აშშ დოლართან კი 7 თეთრით გაუფასურდა.