-
2020-03-10 15:56
ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში სასეირნოდ გავიდა.
ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, მათთან შესული შეტყობინებით გაიგეს. დღეს მის საცხოვრებელ
ადგილთან პოლიცია და ცენტრის თანამშრომლები მობილიზდნენ.
“არც ქალი უარყოფს ფაქტს. ის გვიან ღამით ქუჩაში სასეირნოდ გასულა. არ ყოფილა თავშეყრის ადგილებზე.
ეს ქალბატონი იტალიიდან მარტში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ჯანმრთელია. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ”,
– განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.