
ლიკანში, ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
ადასტურებენ.
მათვე ცნობით, ადგილზე 20 მეხანძრე მაშველი და სპეცტექნიკა მუშაობს.
„ლიკანში ტყის ქვედა ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი და სპეცტექნიკა მუშაობს.
ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, -აცხადებენ
უწყებაში.