
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 271 პაციენტი. „როიტერის“ ცნობით, ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.
სტატისიკური მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 56.6%, ხოლო გარდაიცვალა 3.5%. ჩინეთში ინფიცირებულია 80 735 და გარდაცვლილია 3 119 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 7 375 მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 366 პაციენტი.