
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე წერს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, მეგობარს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც საკარანტინო ზომას თავად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია გენადი არველაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან", — წერს გენადი არველაძე.