სიახლეები სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს სპეციალისტებისთვის

Image

“ნატალი აკადემიაში"არაფორმალური განათლების აღიარების მსურველთა საბუთების მიღება უკვე დაწყებულია.

 

 

არაფორმალური განათლების აღიარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სილამაზის მომსახურების სფეროს შემდეგმა სპეციალისტებმა:

1.       კოსმეტოლოგი

2.       სპა-მასაჟისტი/სპა-სპეციალისტი

3.       პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი

4.       ეპილაციის სპეციალისტები - მათ შორის ლაზერული

5.       სტილისტი, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სპეციალისტები

6.       კოლორისტი

7.       ვიზაჟისტი

8.       მანიკურ-პედიკურის სპეციალისტი

9.       წამწამების და წარბების კორექციის სპეციალისტი

 

 

4r.jpg

 

 

არაფორმალური განათლების აღიარება, პროფესიული განათლების რეფორმის კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯია, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ფორმალური განათლების მიღმა მიღებული ცოდნა-უნარები, აღიარებული და დადასტურებული იქნეს სახელმწიფო დოკუმენტით - სერთიფიკატით ან დიპლომით. დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი სრულად შეძლებს სახელმწიფო ჩარჩო დოკუმენტით დადგენილი ყველა კომპეტენციის დადასტურებას.

 

მსურველებს, კონსულტირებას აკადემიის სერტიფიცირებული კონსულტანტები გაუწევენ. დაეხმარებიან  აღიარების კომისიასთან წარსადგენი  დოკუმენტაციის შეგროვება-მომზადებასა და დაკომპლექტებაში. კომისია, კონსულტანტების დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აღიარების, არაღიარების  ან გამოცდის ჩატარების შესახებ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მაძიებელი კომისიის წინაშე ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს, უნარების დემონსტრირებას და რის საფუძველზეც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

56.jpg

 აღსანიშნავია, რომ პროცედურის ფარგლებში, თუ პირი, სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად ვერ დაადასტურებს, ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ნაწილობრივი აღიარების დოკუმენტი , რის საფუძველზეც პირს შეუძლია ამ მიმართულების ავტორიზებულ პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა მხოლოდ დარჩენილ მოდულებზე, შეივსოს კვალიფიკაციისთვის საჭირო კომპეტენციები სრულად და დროის მოკლე მონაკვეთში აიღოს კვალიფიკაციის დამდასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი.

მოგეხსენებათ,სილამაზის სფეროში ბევრი პროფესიონალი საქმიანობს, რომლებსაც საკუთარი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. არადა, 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანდათანობით ინერგება და მკაცრდება რეგულაციები, რის საფუძველზეც სილამაზის მომსახურების სფეროც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო მოთხოვნებთან.

 

465-1.jpg

 

აქედან გამომდინარე, არაფორმალური განათლების აღიარება, უმოკლესი გზაა, საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ლეგიტიმური დოკუმენტით დადასტურდეს.  ნებისმიერი სხვა სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია სხვადასხვა კომპანიების თუ ცნობილი ბრენდების მიერ, ითვლება არაფორმალურ განათლებად და ოფიციალურ დოკუმენტად არ განიხილება.

ეს პროცედურა, უნიკალურ შანსს იძლევა, რომ პირის კვალიფიკაცია, მარტივად იქნეს აღიარებული ყველა ინსტიტუციაში,  როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

რეალურია ის ფაქტიც, რომ დღეს უკვე ყველა კვალიფიციური კადრისთვის ხელმისაწვდომია ევროპაში დასაქმება. აკადემიის  მიერ, არაფორმალური განათლების აღიარების ფარგლებში გაცემული დოკუმენტი, აღიარებული და შესაბამისობაშია ევროკავშირის საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან.

სილამაზისმომსახურებისსფეროსყველაიმპირს, ვისაცსურვილიაქვსმათიკომპეტენციადადასტურებულიიქნესსახელმწიფოდოკუმენტით, ამასთანაღიარებულიევროკავშირისმასშტაბით, გაიარეთშესაბამისიპროცედურადაიღიარეთთქვენიგანათლებადაკომპეტენცია.

შეგახსენებთ, რომ Natali Academyამეტაპზე, სახელმწიფოსმიერაღიარებული, ერთადერთისაგანმანათლებლოდაწესებულებაა, რომელსაც  არაფორმალურიგანათლებისაღიარებისუფლებააქვს.

 

 

5454-1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !