
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსისგან
საბრძოლველ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის კერა არსებობს.
ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიების დაცვა, რაც გულისხმობს ხელების ხშირად დაბანაა და ოთახების განიავებას.
„ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები
ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით. კორონავირუსული
ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით
მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა,” –
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.