
გადაცემა "სარჩევს" მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე და ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია
სტუმრობდნენ.
გადაცემის სტუმრებმა თავდაპირველად იმ საინტერესო გადაცემის შექმნის იდეაზე ისაუბრეს, რომელსაც უამრავი
ადამიანი თვალს ინტერესით ადევნებდა. „სახალხო კონტროლი“, რომლის კამერამაც საქართველოს უამრავ
ობიექტზე შეხედვა მოახერხა.
„შევხვდი მადონა კოიძეს, როგორც ექსპერტს ამ სფეროში, ის მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეა,ამიტომ
ვისთან უნდა გამევლო კონსულტაცია თუ არა მადონასთან. მე ჟურნალისტი ვარ, შესაბამისად მარტო ამის გაკეთება ,
დიდი წინაარმდეგობის ხარჯზე მომიწევდა , მას კი ჰქონდა და აქვს უფლება მსგავს ობიექტებზე შესვლა კანონიერად
მოითხოვოს. შეიკრა ძალიან კარგი ჯგუფი, მარიკა ხიდურელი( პროდუსერი), მე და მადონა.. თავდა პირველად ,
ბუნებრივია, ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც, ვფიქრობ, გაამართლა . „ლიზა ვადაჭკორია.
„ხალხის სიყვარულისა და ნდობის მოლოდინი გვქონდა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი იმედები გამართლდა,
ჩვენ გულწრფელები ვართ ადამიანებთან და ეს მაყურებელმა დაინახა. არც ერთი ემოცია და მიმიკა ნათამაშები
არ არის, ბუნებრივი ვარ“ მადლონა კოიძე
სტუმრებმა იმ აქტუალურ კითხვასაც უპასუხეს, თუ რატომ არ გადის გადაცემა შედარებით უფრო მაღალრეიტინგიან
არხზე:
„ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ არ წავედით, უფრო რეიტინგულ და მოწინავე არხებზე. იყო შემოთავაზება,
თუმცა ჩვენი მოლაპარაკებები ჩიხში შედიოდა, ყოველთვის იყო გარკვეული პირობები, ზოგჯერ პოლიტიკური,
ზოგჯერ ფინანსური... ამიტომ ჩვენი მოლაპარაკებები რაიმეს გადაწყვეტით ვერ მთავრდებოდა. უნდა ვაღიაროთ,
რომ ეს არ არისნ მარტივი გადაცემა, ბევრი სირთულე და პრობლემა ახლავსთან. ამიტომ მადლობა ტვ25 -ს. ,
იყო შემთხვევა, როცა მადონასთან ავტორიტეტიანი პირები მივიდნენ“-ლიზა ვადაჭკორია
„თვითონ გამეცნო, როგორც ქურდული ავტორიტეტი, იყო „თხოვნა“ არ გაგვეშვა გარკვეულ ობიექტის შესახებ
სიუჟეტი, მარტივად ავუხსენი, რომ ჩემს სფეროში მე ვარ ავტორიტეტი , თქვენთან მე არ ვერევი და ნურც
თქვენ ჩაერევითთქო“- მადლონა კოიძე
„ვმუშაობთ სუფთათ და გულწრფელები ვართ ჩვენი მაყურებლის წინაშე“
ცოტა ხნის წინ გადაცემის წამყვანები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდნენ:“ჩვენ გვქონდა გარკვეული
ინფორმაციები, იქ გაუსაძლისი პირობების შესახებ , ამ საავადმყოფოს ახალი შენობა აქვს , თუმცა
მასში გადაბარგება შეგნებულად ჭიანურდება, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო , მაყურებლისთვის იქ არსებული
პირობების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. მქონდა ის ისნფორმაციაც, რომ აღნიშნული
ახალი შენობა კერძო პირზე გაყიდულიყო. აქედან გამომდინარე გვინდოდა მოსახლეობას სიტუაციის გარკვევაში
დავხმარებოდით. მივედით საავადმყოფოში და იქ რაც დაგვხვდა , სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაღიზიანა .
მაგალითად: კაბინეტში, სადაც ღია ჭრილობები უნდა დამუშავდეს, უზარმაზარი აბლაბუდები იყო დაკიდებული,
შეიძლება შენობა იყოს ძველი, თუმცა რაც გასაკეთე ბელია (ჰიგიენური ნორმები) ის აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
ის დამტვრეული, უბინძურესი საწოლები საშინელება იყო, ჩვენი მისვლის მიზანი არა ექიმების პროფესიონალიზმის
შეფასება არამედ მათი დახმარება იყო- დავხმარებოდით ახალ კლინიკაში დროულად გადასულიყვნენ, პროცესის
დაჩქარებაში გვინდოდა მიგვეღო მონაწილეობა... დირექტორი
არაადეკვატურად აგრესიული დაგვხვდა, მან გვთხოვა მოლაპარაკება , ჩვენ შევედით კაბინეტში და საქმე
ისე წავიდა, რომ ერთ-ერთმა ექიმმა ლამის გაგვაშველა, საავადმყოფოს დირექტორი ხელის დასარტყმელად
წამოიწია, არაადეკვატურ ადამიანს ბოლომდე ჩავყვები“-მადლონა კოიძე
მადლონა კოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში ევროპიდან დაბალი ხარისხის პროდუქცია შემოდის:
“მესამე ტიპის ქვეყნებს გვეძახიან, სადაც ჩვენდა სამწუხაროდ, შედარებით დაბალი ხარისხის
პროდუქცია იგზავნება, არადა საქართველო რითაა ნაკლები , ჩვენთან შემოსული პროდუქცია არ არის საჭირო დონეზე და
ჩვენს ენაზე ეტიკეტირებული არ ვარ ვალდებული ვიცოდე სხვა ენა, მე მინდა, ვიკითხო ქართულად
და პროდუქტზე მივიღო ინფორმაცია ქართულად “ -მადლონა კოიძე.
მადონა კოიძის თქმით, კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ლაფსუსია:“ ამ ლაფსუსებზე მინდა ვისაუბრო და ერთი
მაგალითი მოვიყვანო:ეს არის ანომალია, რაც ჩვენთან ხდება, ავიღოთ თევზი, რომლით მოწამვლა საშინელებაა,
ჩვენთან კანონში წერია, რომ შემოტანილთევზში არ უნდა იყოს ცოცხალი პარაზიტები.. და კითხვა მაქვს ,
მკვდარი პარაზიტები თუ არის, რეალიზაციაში შეიძლება?? ასეთი საკითხები უნდა მოგვარდეს“
გადაცემის განმავლობაში სტუმრებმა გაგვიმხილეს, რომ ახლომომავალში ისინი დამოუკიდებელი ინტერნეტ არხის
შექმნას გეგმავენ .
მადლონა კოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში ევროპიდან დაბალი ხარისხის პროდუქცია
შემოდის:“მესამე ტიპის ქვეყნებს გვიძახიან, სადაც ჩვენდა სამწუხაროდ, შედარებით დაბალი ხარისხის
პროდუქცია იგზავნება, არადა საქართველო რითაა ნაკლები , ჩვენთან შე მოსული პროდუქცია არ არის საჭირო დონეზე
და ჩვენს ენაზე ეტიკეტირებული არ ვარ ვალდებული ვიცოდე სხვა ენა, მე მინდა, ვიკითხო ქართულად
და პროდუქტზე მივიღო ინფორმაცია ქართულად “ -მადლონა კოიძე.
მათი თქმით, კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ლაფსუსია:“ ამ ლაფსუსებზე მინდა ვისაუბრო და ერთი მაგალითი
მოვიყვანო: ეს არის ანომალია, რაც ჩვენთან ხდება, ავიღოთ თევზი, რომლით მო
წამვლა საშინელებაა, ჩვენთან კანონში წერია, რომ შემოტანილ თევზში არ უნდა იყოს ცოცხალი პარაზიტები.. და კითხვა მაქვს ,
მკვდარი პარაზიტები თუ არის, რეალიზაციაში შეიძლება?? ასეთი საკითხები უნდა მოგვარდეს“
მადონა კოიძემ აღნიშნა, რომ მომხმარებელს უამრავი პრეტენზია აქვს ამა თუ იმ საწარმოსთან,
რომელთა პურებიც დახლებზე გვხვდება. :"პირობას გაძლევთ, რომ ძალიან მალე ყველა პურის ქარხანაში
შევალთ"
გადაცემა "სარჩევი" ყოველ ოთხშაბათსა და ხუთსაბათს თქვენს კითხებზე პასუხის გაცემას 13:00 საათზე
იწყებს.