
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით,
სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ. შემთხვევის შედეგად, 35-წლამდე
ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის
მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.