
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას
„იერუსალიმ პოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 11-მა ქვეყანამ საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა
დროებით შეწყვიტა.