
კობი ბრაიანტის ცოლი, ვანესა ბრაიანტი უჩივის კომპანის, რომლის ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა.
სარჩელში ვანესა ბრაიანტი აღნიშნავს, რომ კატასტროფის დროს დაღუპულმა მფრინავმა, არა ზობაიანმა
რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენით დაუდევრობა გამოიჩინა და საფრენი პირობები სათანადოდ
ვერ შეაფასა. ამას გარდა, კომპანიამ ფრენის ნებართვა ისე გასცა, რომ აცნობიერებდა, რამდენად სახიფათო
ამინდი იყო ფრენისთვის.
ჯერჯერობით ვერტმფრენის მფლობელ კომპანია Island Express Helicopters-ს მუშაობა შეჩერებული
აქვს.