
მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ღია კერები აღარ არის და შესაბამისად,
ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება გამორიცხულია.
ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში გუშინ ჯერ ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი
ტყის მასივზე გავრცელდა.