
ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც მგზავრების პროტესტის გამო თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩამოსვეს
კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტებმა შანხაი
დატოვეს ერთი თვის წინ და 3 კვირა იყვნენ დუბაიში.
ჩინეთის ამ მოქალაქეებმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს.