
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით,
კორონავირუსის გავრცელების რიკსი მთელს დედამიწაზე მატულობს და მათ შორის არც საქართველოა
გამონაკლისი.
"კორონა ვირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად მატულობს. მეზობელ ქვეყანაში ვიცით უკვე,
რომ გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის
რისკი, საქართველოსაც ეს რისკი აქვს და მატულობს."-განაცხადა იმნაძემ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან
ფრენები შეზღუდა.
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2442-ს მიაღწია. გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა,
ბოლო, ოფიხიალური მონაცემებით, კორონავირუსი 77 ათასამდე მოქალაქეს დაუდგინდა.