
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, შესაძლოა, საქართველომ ფრენები იტალიასთანაც შეაჩეროს.
შეიზღუდება, თუ არა საქართველო-იტალიას შორის ავიამიმოსვლა, ამაზე მთავრობა გადაწყვეტილებას
უახლოეს მომავალშინ მიიღებს.
„ერთი თხოვნა და მოწოდება მაქვს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობასთან. თუ განსაკუთრებული
აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში, ასევე მაღალ დასენიანებულ
ადგილებში. სამწუხაროდ, აქ შევიდა ასევე იტალია და განსაკუთრებით, მისი ჩრდილოეთ ნაწილი. ხაზს ვუსვამ,
ეს აკრძალული არ არის, თუმცა თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან.
იგივე რეკომენდაციას იძლევა ევროპისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – განაცხადა გამყრელიძემ.