
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.
ზღვაზე კი 4-6ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ
საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის
დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების
ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერგავრცელებულ ინფორმაციაში.