ქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა.
ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა.
2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა. მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი,
რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა.
~დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და
ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და
რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.