
ვაჟა გაფრინდაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შვილის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა და
განაცხადა, რომ მისი გადარჩენა არჩილ ტატუნაშვილის დამსახურებაა.
"დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღე. მე მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო. მე რომ მშვიდობიანად
ვარ თბილისში, ეს არის ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება. მისი დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა არც ერთხელ
ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს თანამემამულეებზე", - თქვა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პირველი არხის ეთერში,
გადაცემაში რეალური სივრცე.
ცნობისთვის, დღეს არჩილ ტატუნაშილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა
ოკუპანტებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
მისი ცხედარი, რომელსაც უამრავი დაზიანება ა აღენიშნებოდა, ოჯახს თითქმის ერთი თვის შემდეგ გადასცეს.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის'
ბრალდებით დააკავეს. ვაჯა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობაში თითქმიის 2 თვე იმყოფებოდა.