
ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველო სპეციალურ ღონისძიებებზე მუშაობს-განაცხადა
გამყრელიძემ.
"სახელწმიფო უკვე იღებს შესაბამის ზომებს. გუშინ და დღეს მიმდინარეობს ინტენსიური შიდა
კონსულტაციები სახელმწიფო კომისიის დონეზე, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ქვეყანამ...
მოგეხსენებათ ირანთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ტურისტული და ბიზნესურთიერთობები. ამიტომ,
ამ თვალსაზრისით არის ძალიან ბევრი საკითხი დასაზუსტებელი ", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.