
ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. გვიან ღამით მათ აეროპორტში შესაბამისი
შემოწმება ჩაუტარდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქიდან საეჭვო
სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია, მოქალაქეებმა ორი კვირა კარანტინში მაინც უნდა გაატარონ.
“ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან
არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ
დაკვირვებები.
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით'
დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ,
არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას
ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა,ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში
შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.