ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 წარმატებულ ქალს მიქსერებს აჩუქებს. მერიაში
ადასტურებენ.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია
და მასში მიქსერებისა და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველოფის საფასური შედის.
"საჩუქრის აღწერილობა: სამზარეულო ტექნიკა მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა
არანაკლებ 2 ლიტრისა, დანართი N2-ში მოცემულია ვიზუალური მხარე. მიქსერი უნდა იყოს ახალი,
ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო არანაკლებ 6 თვე",-ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
ეს არ არის მხოლოდ ქალისთვის საჩუქარი, ეს არის საოჯახო საჩუქარი და ამით შეუძლია, ისარგებლოს
ყველამ",-ამბობენ მერიაში.