
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ვანო მერაბიშვილის სახით
ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს.
„არ ვხედავ, ხელისუფლების ოპონენტს საერთოდ ვერ ვხედავ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.