"მალე პატარა ლევანიკოს ახალი სახლი ექნება"-თემურ ჭყონია პატარა ლევანს სახლს აუშენებს

Image

სიკეთის ქალაქი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პატარა ბიჭს, რომელსაც წვიმის

დროს კარადაში ეძინა სახლს აუშენებენ.



“სიკეთის ქალაქის განცხადება:ძალიან სასიხარულო და მაგარი ამბები გვაქვს ამ ბავშვებთან დაკავშირებით. თქვენ ყველამ

ნახეთ პატარა ლევანიკოს ისტორია. ბიჭი,რომელსაც წვიმა არ უყვარს, რადგან წვიმის დროს კარადაში სძინავს,ის ყვარელის

რაიონში სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობს.მამინაცვალის ძალადობას გამოქცეული თათიას ოჯახმა კი პანკისის ერთ

სოფელში, ვიღაცის მიტოვებულ სახლს, შეაფარეს თავი.

გუშინ, კოკა-კოლას პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ დაგვირეკა და ბავშვების მდგომარეობით დაინტერესდა.

Coca-Cola Bottlers Georgia ვუთხარით,რომ ხალხისაგან შეგროვებული თანხით, ამ ოჯახებისათვის საკვების მარაგის

პრობლემა უკვე მოხსნილია,თუმცა არ მოხერხდა სახლის პრობლემის მოგვარება..ლევანიკოს სახლი შეკეთებას არ

ექვემდებარება,ხოლო თათიას ოჯახის მიერ ამავე სოფელში მოძებნილ ნაგეგობაზე ყვარელის მერიამ შესახლებაზე კი

განაცხადა თანხმობა,მაგრამ ის შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია,რადგანაც მხოლოდ კედლები და სახურავია

და მას რემონტი სჭირდება რომ ბავშვებმა ადამიანურად იცხოვრონ.

ბატონმა თემურმა გვითხრა,რომ ლევანიკოს ოჯახს ის სახლს აუშენებს, თათიას და საბას იმ შენობას გაურემონტებს, რათა

ბავშვებმა მშვიდად და მოწესრიგებულად გააგრძელონ ცხოვრება.მართლაც სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად.

”სიკეთეს არ სჭირდება აფიშირება და არც საქვეყნოდ მადლობა არ არის საჭირო”- მთხოვა ბატონმა თემურმა,თუმცა მე არ

დავეთანხმე და დღეს,საჯაროდ ვწერ ამ ამბავს,რადგანაც ამდენი ნეგატივის ფონზე,ვთვლი რომ ეს უმაგრესი ამბავი

აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა.მადლობა ამ ღვთისნიერ კაცს,რომლის მეშვეობითაც ეს ბავშვები ნორმალურ,

ადამიანურ პირობებში იცხოვრებენ.

ხვალ კახეთისაკენ მივდივარ… ბავშვებს ახალ,კარგ ამბებსაც მოვუყვები და ხალხისაგან შეგროვებულ საკვებს მივაწვდი…

ასევე გავიგებ,რა და როგორ უნდა მოხერხდეს რომ სახლის მშენებლობა დავიწყოთ,გზა და გზა მოგაწვდით ყველა ინფორმაციას

სიკეთის ქალაქის ფესბუქ გვერდზე.P.Sკასპში,უკვე დასრულებულია ალეკო ბუთხუზის სახლის რემონტი,რომელიც ასევე ბატონი

თემურის დამსახურებაა.ხალხისაგან შეგროვებული საკვების მარაგიც უკვე ჩატანილია და ალეკო და მისი ოჯახი უზრუნველყოფილია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !