
ჩინეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე უკვე დაბრუნდა. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის,
თამარ არჩვაძის თქმით, სამივე მათგანმა საკარანტინო პროცედურა უკვე დაასრულეს. მისივე თქმით, მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მათ გაიარეს საკარანტინო პერიოდი გამოფრენამდე. ისინი ჩამოფრინდნენ დუბაის გავლით, სადაც ასევე გაიარეს
საკარანტინო პროცედურები. ამჟამად ისინი იღებენ რჩევა-დარიგებას, თუ რა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც დაბრუნდებიან
სახლში", — განაცხადა არჩვაძემ.
საქართველოს სამი მოქალაქე ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო ვერ ბრუნდებოდა.