
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბოლო 24 საათში,
ძლიერი ქარის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.
გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო — 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში —
2, იმერეთში — 2, გურიაში — 1, შიდა ქართლში — 4, ქვემო ქართლში — 3, აჭარაში — 2, მცხეთა-მთიანეთში —
1 შეტყობინება დაფიქსირდა.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა